პაკისტანის ეკონომიკა
პაკისტანის ეკონომიკა დაბალშემოსავლიანი განვითარებადი ეკონომიკაა. მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით პაკისტანის მთლიანი შიდა პროდუქტი მსოფლიოში 24-ე ადგილზეა. 2021 წლის მონაცემებით მოსახელოაბ 227 მილიონ ადამიანს აღემატება და პაკისტანი მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით. პაკისტანის ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი 347 ამერიკულ დოლარს უტოლდება, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი 1 562 ამერიკული დოლარია (160-ე მსოფლიოს მასშტაბით). მსყიდველობითი უნარის პარიტეტის შესაბამისად განსაზღვრული მთლიანი შიდა პროდუქტი 1.329 ტრილიონ ამერიკულ დოლარს უტოლდება, რომელიც ერთ სულ მოსახლეზე 5 953 ამერიკული დოლარის ტოლია (140-ე მსოფლიოს მასშტაბით).[1]
პაკისტანი განვითარებადი სახელმწიფოა[2][3][4] ნახევრადსამრეწველო ეკონომიკით.[5][6][7] მთავარ საექსპორტო სამომხმარებლო საქონელს შორისაა ტექსტილი, ტყავის საქონელი, სპორტული აღჭურვილობა, ქიმიური ნივთიერებები და ხალიჩები.[8][9]
პაკისტანის ეკონომიკური პოლუსები მდინარე ინდის გასწვრივაა,[6][10] კარაჩის დივერსიფიცირებული ეკონომიკისა და პენჯაბის მთავარი ურბანული ცენტრების ირგვლივაა თავმოყრილი, რომლების ქვეყნის ნაკლებად განვითარებული ტერიტორიების გვერდით თანარსებობენ.[6] პაკისტანის ეკონომიკისთვის ბოლო წლებში პრობლემური იყო შიდა პოლიტიკური არეულობები, მოსახლეობის სწრაფი ზრდა და უცხოური ინვესტიციების შერეული დონეები.[11] უცხოური გაცვლითი რეზერვები მუშების სტაბილური ფულადი გზავნილებითაა უზრუნველყოფილი, მაგრამ ზრდად მიმდინარე ანგარიშების დეფიციტს, რაც ექსპორტსა და იმპორტს შორის დიდი სხვაობითაა გამოწვეული, რეზერვების შემცირება და მშპ-ის ზრდის საშუალო დონემდე დაყვანა შეუძლია.[12][13] ამჟამად პაკისტანში ეკონომიკური ლიბერალიზაციის პროცესი მიმდინარეობს, მათ შორის ყველა სამთავრობო კორპორაციის პრივატიზაციის პროცესიც, რომელიც უცხოური ინვესტიციების მოზიდვასა და ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებას ისახავს მიზნად.[14]
2021 მაისში პაკისტანის მთავრობის პროგნოზით მომავალში ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი 5% იქნება, რაც ერთ-ერთი უდიდესია სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში.[15] მსოფლიო ბანკის მონაცემებით პაკისტანში სიღარიბის მაჩვენებელი 2001 წელს 64.3%-ს შეადგენდა, რომელიც 2018 წლისთვის 21.9%-მდე შემცირდა. ქვეყნის მაკროეკონომიკური პოზიციის გაუმჯობესებამ Moody's Investors Service-ს პაკისტანის ვალის „სტაბილურ“ კატეგორიას მიკუთვნების საშუალება მისცა.[16]
ეკონომიკის სტრუქტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1947 წელს პაკისტანის მთლიანი შიდა პროდუქტის 53% სასოფლო-სამეურნეო სექტორზე მოდიოდა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ერთ სულ მოსახლეზე სასოფლო-სამეურნეო წარმოების მასშტაბი გაიზარდა, თუმცა დროთა განმავლობაში არასასოფლო-სამეურნეო სექტორები მომძლავრდა, რის შედეგადაც პაკისტანის ეკონომიკაში სოფლის მეურნეობის წილი თითქმის 1/5-მდე დაეცა. ბოლო წლებში ქვეყანაში სწრაფად იზრდება მრეწველობისა (როგორებიცაა: ტანსაცმლის, ტექსტილისა და ცემენტის მრეწველობა) და მომსახურების (როგორიცაა: ტელეკომუნიკაცია, ტრანსპორტი, რეკლამა და ფინანსები) სექტორები.
სექტორები | 2000 | 2005 | 2010 | 2020 | 2021 | 2022 |
---|---|---|---|---|---|---|
სოფლის მეურნეობა | 27.08 | 23.98 | 22.03 | 23.53 | 23.02 | 22.68 |
მრეწველობა | 19.31 | 21.34 | 21.04 | 18.53 | 18.90 | 19.11 |
მომსახურება | 53.61 | 54.68 | 56.93 | 57.94 | 58.08 | 58.20 |
სექტორები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფლის მეურნეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პაკისტანის ეკონომიკის წამყვანი სექტორი სოფლის მეურნეობაა, რომელიც დიდადაა დამოკიდებული მთავარ სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე.[18] ქვეყნის მთავარი ბუნებრივი რესურსი სოფლის მეურნეობის კულტურების მოსაყვანად ვარგისი მიწები და წყალია. სოფლის მეურნეობაზე პაკისტანის მთლიანი შიდა პროდუქტის 18.9%-მოდის[19]. ეკონომიკის ამ სექტორში სამუშაო ძალის 42.3%-ია დასაქმებული.
პაკისტანში სოფლის მეურნეობის მთავარი კულტურებია ხორბალი, შაქრის ლერწამი, ბამბა და ბრინჯი, რომლებზეც სოფლის მეურნეობის კულტურების 75%-ზე მეტი მოდის. 2018 წელს ხორბლის მოსავალი 26.3 მილიონ ტონას გაუტოლდა.[20] სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მონაცემებით 2005 წელს პაკისტანში უფრო მეტი ხორბალი აწარმოეს (21 591 400 ტონა), ვიდრე მთლიანად აფრიკაში (20 304 585 ტონა) და მცირედით ჩამორჩებოდა მთელი სამხრეთ ამერიკის მოსავალს (24 557 784 ტონა).[21] პაკისტანში მნიშვნელოვნად შემცირდა საშიში პესტიციდების გამოყენების მასშტაბები.[22]
პაკისტანი სურსათის ექსპორტიორი სახელმწიფოა, გარდა იმ წლებისა, როდესაც მოსავალი გვალვების შედეგად ძალიან ზარალდება. პაკისტანს ექსპორტზე გააქვს ბრინჯი, ბამბა, თევზი, ხილი (განსაკუთრებით მანგო და ფორთოხალი) და ბოსტნეული. პაკისტანი აზიის მასშტაბით აქლემების უმსხვილეს ბაზარს წარმოადგენს, მე-2 ადგილზეა ღიისა და გარგარის წარმოებით და მე-3 ადგილზე ბამბის, ხახვისა და რძის ბაზრის მიხედვით.
სტატისტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის 2018 წლის ანგარიშის მიხედვით პაკისტანს მსოფლიოს 140 სახელმწიფოს შორის 107-ე ადგილი ეკავა, ხოლო 2019 წლის ანგარიშის მიხედვით მსოფლიოს 141 სახელმწიფოს შორის 110-ე ადგილი უკავია. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2019 წლის მონაცემებით, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 1 555.4 ამერიკულ დოლარს შეადგენს. ქვეყნის მშპ მსოფლიოს მშპ-ის 0.84%-ია. ათწლიანი საშუალო წლიური მშპ-ის ზრდა 3.6%-ს შეადგენს. უმუშევრობის დონე 3%-ია, გლობალური გენდერული სხვაობის ინდექსი ― 0.6, ხოლო განახლებადი ენერგიის მოხმარების წილი ― 46.5%. ჯინის კოეფიციენტი 33.5-ის ტოლია.
პაკისტანში არც თუ ისე კარგადაა განვითარებული საფინანსო სისტემა (99-ე ადგილი): სიღრმით 96-ე, ხოლო სტაბილურობით 86-ე ადგილზეა. ბაზრის ზომით ქვეყანა 29-ე ადგილს იკავებს. პაკისტანში კარგადაა განვითარებული ბიზნესის დინამიკის მაჩვენებლები (52-ე ადგილი): ადმინისტრაციული მოთხოვნილებებით 56-ე ადგილს იკავებს, ხოლო სამეწარმეო კულტურით ― 59-ს.[23]
დამატებითი საკითხავი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Gabol, Nasir (1990). Privatisation in Pakistan. Paris, France: Organisation for Economic Cooperation and Development. ISBN 92-64-15310-1.
- Ahmad, Viqar and Rashid Amjad. 1986. The Management of Pakistan's Economy, 1947–82. Karachi: Oxford University Press.
- Ali, Imran. 1997. ‘Telecommunications Development in Pakistan’, in E.M. Noam (ed.), Telecommunications in Western Asia and the Middle East. New York: Oxford University Press.
- Ali, Imran. 2001a. ‘The Historical Lineages of Poverty and Exclusion in Pakistan’. Paper presented at Conference on Realm, Society and Nation in South Asia. National University of Singapore.
- Ali, Imran. 2001b. ‘Business and Power in Pakistan’, in A.M. Weiss and S.Z. Gilani (eds), Power and Civil Society in Pakistan. Karachi: Oxford University Press.
- Ali, Imran. 2002. ‘Past and Present: The Making of the State in Pakistan’, in Imran Ali, S. Mumtaz and J.L. Racine (eds), Pakistan: The Contours of State and Society. Karachi: Oxford University Press.
- Ali, Imran, A. Hussain. 2002. Pakistan National Human Development Report. Islamabad: UNDP.
- Ali, Imran, S. Mumtaz and J.L. Racine (eds). 2002. Pakistan: The Contours of State and Society. Karachi: Oxford University Press.
- Amjad, Rashid. 1982. Private Industrial Investment in Pakistan, 1960–70. London: Cambridge University Press.
- Andrus, J.R. and A.F. Mohammed. 1958. The Economy of Pakistan. Stanford: Stanford University Press.
- Bahl, R., & Cyan, M. (2009). Local Government Taxation in Pakistan (No. paper0909). International Center for Public Policy, Andrew Young School of Policy Studies, Georgia State University.
- Barrier, N.G. 1966. The Punjab Alienation of Land Bill of 1900. Durham, NC: Duke University South Asia Series.
- Jahan, Rounaq. 1972. Pakistan: Failure in National Integration. New York: Columbia University Press.
- Kessinger, T.G. 1974. Vilyatpur, 1848–1968. Berkeley and Los Angeles: University of California Press.
- Kochanek, S.A. 1983. Interest Groups and Development: Business and Politics in Pakistan. New Delhi: Oxford University Press.
- LaPorte, Jr, Robert and M.B. Ahmad. 1989. Public Enterprises in Pakistan. Boulder, Colorado: Westview Press.
- Latif, S.M. 1892. Lahore. Lahore: New Imperial Press, reprinted 1981, Lahore: Sandhu Printers.
- Low, D.A. (ed.). 1991. The Political Inheritance of Pakistan. London: Macmillan.
- Noman, Omar. 1988. The Political Economy of Pakistan. London: KPI.
- Papanek, G.F. 1967. Pakistan's Development: Social Goals and Private Incentives. Cambridge, Massachusetts: Harvard University Press.
- Raychaudhuri, Tapan and Irfan Habib (eds). 1982. The Cambridge Economic History of India, 2 vols. Cambridge: Cambridge University Press
- White, L.J. 1974. Industrial Concentration and Economic Power. Princeton, N.J.: Princeton University Press.
- Ziring, Lawrence. 1980. Pakistan: The Enigma of Political Development. Boulder, Colorado: Folkestone.
- Ali, Imran. 1987. ‘Malign Growth? Agricultural Colonisation and the Roots of Backwardness in the Punjab’, Past and Present, 114
- Ali, Imran. August 2002. ‘The Historical Lineages of Poverty and Exclusion in Pakistan’, South Asia, XXV(2).
- Ali, Imran and S. Mumtaz. 2002. ‘Understanding Pakistan—The Impact of Global, Regional, National and Local Interactions’, in Imran Ali, S. Mumtaz and J.L. Racine (eds), Pakistan: the Contours of State and Society. Karachi: Oxford University Press.
- Hasan, Parvez. 1998. Pakistan's Economy at the Crossroads: Past Policies and Present Imperatives. Karachi: Oxford University Press.
- Hussain, Ishrat. 1999. Pakistan: The Economy of an Elitist State. Karachi: Oxford University Press.
- Khan, Shahrukh Rafi. 1999. Fifty Years of Pakistan's Economy: Traditional Topics and Contemporary Concerns. Karachi: Oxford University Press.
- Kibria, Ghulam. 1999. Shattered Dream: Understanding Pakistan's Development. Karachi: Oxford University Press.
- Kukreja, Veena. 2003. Contemporary Pakistan: Political Processes, Conflicts and Crises. New Delhi: Sage Publications.
- Zaidi, S. Akbar. 1999. Issues in Pakistan's Economy. Karachi: Oxford University Press
- Faheem, Khan. 2010. Issues in Pakistan's Economy. Peshawar:
- https://www.thenews.com.pk/tns/detail/710478-retail-sector-a-5-billion-tax-potential
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Statistics Division, Government of Pakistan
- Ministry of Finance, Government of Pakistan დაარქივებული 2021-05-13 საიტზე Wayback Machine.
- Ministry of Commerce, Government of Pakistan
- World Bank Summary Trade Statistics Pakistan
- Pakistan. The World Factbook. Central Intelligence Agency.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Report for Selected Countries and Subjects en. ციტირების თარიღი: 19 May 2022
- ↑ Faryal Leghari. (3 January 2007) GCC investments in Pakistan and future trends. Gulf Research Center. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 იანვარი 2012. ციტირების თარიღი: 12 February 2008
- ↑ Quid Pro Quo 45 – Tales of Success. Muslim Commercial Bank of Pakistan (2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 თებერვალი 2008. ციტირების თარიღი: 12 February 2008
- ↑ Malcolm Borthwick (1 June 2006). „Pakistan steels itself for sell-offs“. BBC News. ციტირების თარიღი: 12 February 2008.
- ↑ Henneberry, S. (2000). „An analysis of industrial–agricultural interactions: A case study in Pakistan“ (PDF). Agricultural Economics. 22: 17–27. doi:10.1016/S0169-5150(99)00041-9.
- ↑ 6.0 6.1 6.2 World Bank Document (2008). ციტირების თარიღი: 2 January 2010
- ↑ Pakistan Country Report. RAD-AID გვ. 3, 7 (2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 იანვარი 2012. ციტირების თარიღი: 26 December 2011
- ↑ Design, Websynergi. Pakistan Trade, Pakistan Industries, India Pakistan Trade Unit. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-09-14. ციტირების თარიღი: 2022-11-06.
- ↑ Pakistan's Top 10 Exports 2020. ციტირების თარიღი: 2022-04-06
- ↑ Arquivo.pt. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-07-20. ციტირების თარიღი: 2022-04-06
- ↑ Declan Walsh (18 May 2013). „Pakistan, Rusting in Its Tracks“. The New York Times. ციტირების თარიღი: 19 May 2013. ციტატა: „natural disasters and entrenched insurgencies, abject poverty and feudal kleptocrats, and an economy near meltdown“
- ↑ Fiscal Sustainability: A Historical Analysis of Pakistan's Debt Conundrum. Emerging Markets: Theory & Practice eJournal. Social Science Research Network (SSRN). Accessed 1 July 2019.
- ↑ http://web.worldbank.org/WBSITE/EXTERNAL/DATASTATISTICS/0,,contentMDK:20421402~pagePK:64133150~piPK:64133175~theSitePK:239419,00.html#Low_income World Bank Country Classification Groups Data - Country Groups. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 მაისი 2008. ციტირების თარიღი: 11 June 2015, (July 2006 data)
- ↑ Privatisation process: Govt to sell assets in sole offering. The Express Tribune.
- ↑ Pakistan growth to hit decade high. (24 May 2021). ციტირების თარიღი: 24 May 2021
- ↑ Moody's Report on Pakistan. ციტირების თარიღი: 2021-05-27
- ↑ Sectoral Shares in GDP (at constant basic prices). ციტირების თარიღი: 2022-06-10
- ↑ Rehman, Abdul; Jingdong, Luan; Shahzad, Babar; Chandio, Abbas Ali; Hussain, Imran; Nabi, Ghulam; Iqbal, Muhammad Shahid (2015-11-01). „Economic perspectives of major field crops of Pakistan: An empirical study“. Pacific Science Review B: Humanities and Social Sciences (ინგლისური). 1 (3): 145–158. doi:10.1016/j.psrb.2016.09.002. ISSN 2405-8831.
- ↑ Agriculture - Ministry of Finance.[მკვდარი ბმული]
- ↑ Pakistan wheat production up in 2017-18 | 2018-08-07 | World Grain. ციტირების თარიღი: 2020-01-12
- ↑ FAOSTAT Database Results. ციტირების თარიღი: 2006-06-03[მკვდარი ბმული]
- ↑ Pakistan cuts pesticide use dramatically. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 ნოემბერი 2020. ციტირების თარიღი: 23 March 2018
- ↑ Schwab, K. (ed.) (2019). The Global Competitiveness Report 2019. World Economic Forum. Retrieved August 1, 2022. pp. 446-449.
|